საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მე 18 საათზე დავტოვებ შენობას, დიდი გულისტკივილით. ვტოვებ გუნდს რომელსაც დღემდე ინტელექტს ეძახდნენ - ლალი ბაიაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს

personuser access_time12-10-2018, 12:40
ბაგა-ბაღ ინტელექტის დირექტორი ლალი ბაიაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ძნელია დაემშვიდობო კედლებს სადაც წლობით 1999 წლიდან დღემდე თავაუღებლად შრომობდი, რომელიც საკუთარი ხელით გიპრიალებია იმისათვის რომ სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყავი ... ძნელია დაემშვიდობო გუნდს რომელთანაც თითოეული დღე შენი ცხოვრების ნათელი დღე იყო ... რომლებთან ერთად მუშაობა გარანტირებული წარმატების, ახალი იდეების მომტანი იყო, რომელიც ბავშვის წარმატების შედეგზე ორიენტირებული და ხვალინდელი დღის წარმატების მოტივაციით იყო სავსე (ეს მოლოდინი გაქრა) ... მე 18.00 საათზე დავტოვებშენობას, დიდი გულისტკივილით. ვტოვებ გუნდს რომელსაც დღემდე ინტელექტს ეძახდნენ ... ვტოვებ მიზეზით, მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი ... 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი ... ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ) ... ქალბატო ნინო ბესელიას, ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ! მე ბედნიერი 16 წელი გავატარე ბაგა-ბაღ ინტელექტში. მადლობა უძლიერეს გუნდს და კოლეგებს კოლეგიალობისათვის. დიდი მადლობა ყველაზე დიდი მადლობა მშობლებსნდობისათვის, სიყვარულისათვის ... არ მყოლია მშობელი და თანამშრომელი რომელთანაც კონფლიქტი მომსვლია ... ამისათვის უღრმესი მადლობა, მეამაყებით ყველა ვისაც ინტელექტელი გერქვათ ... დამთავრდა ინტელექტის პერიოდი ჩემს უსაყვარლეს ქალაქში ... მადლობა უფალს რომ მე ეს შევძელი ჩემი ქალაქისათვის განათლების სისტემაში რაღაც უმნიშვნელო საქმე მაინც მეკეთებინა. პატივისცემით ლალი ბაიაძე 12.10.2018 წელიскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია