საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


შეუცვლელი არ არსებობს ადამიანი - ლია კოვზიაშვილი ბაგა-ბაღ “ინტელექტის“ დირექტორის განცხადებას ეხმაურება

personuser access_time12-10-2018, 13:31
“დიანიუსი“ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა და ლალი ბაიაძის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება სთხოვა. ლია კოვზიაშვილის მტკიცებით, ბაგა-ბაღ “ინტელექტის“ ხელმძღვანელისთვის ამ სტატუსის დაწერის მიზეზი არ მიუცია.

“უდაოდ კარგი მენეჯერია ქალბატონი ლალი, მაგრამ მას გუნდიც ძალიან კარგი ყავს, რომელსაც სხვაც სათანადოდ უხელმძღვანელებს. მე ისიც არ ვიცი რა დაწერა მან სოციალურ ქსელში, რადგან სტატუსების წასაკითხი დრო არ მაქვს. ტანამშრომლებმა მითხრეს და მეც თქვენსავით გამოკვირდა. მოლოდ ის ვიცი, რომ ოპერაციას იკეთებს და ბიულეტენის აღება სჭირდებოდა სხვა მე არაფერი ვიცი“- აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.

“დიანიუსმა“ გაარკვია, რომ რამდენიმე დღის წინ, ბაგა-ბაღის ხელმძღვანელსა და გორის მერიის წარმომადგენლებს შორის საუბარი, მერის კაბინეტში შედგა. სადაც ლალი ბაიაძის მისამარტიტ გარკვეული შენიშვნები გაჟღერდა. რატომ არ მოხდა ეს შეხვედრა ბაღების მართვის სააგენტოში, ან საბავშვო ბაღში და რატომ გამართეს მასთან თათბირი გორის მერის ტანდასწრებიტ, ლია კოვზიაშვილმა ასე ახსნა:

“დიახ, ნამდვილად მოხდა ჩემი, ქალბატონი ეკა სუხიშვილის, ბატონო კოტეს და ქალბატონი ლალის შეხვედრა, მერის კაბინეტში. სასაუბრო გვქონდა მის ბაღში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე. სხვა ისეთი საუბარი იქ არ ყოფილა, კიდევ გიმეორებთ და არც თითი არავის დაუქნევია მისთვის“-აცხადებს კოვზიაშვილი.скачать dle 12.1

content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია