საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“არაფერი ესაქმებათ ბავშვებს ეკლესიაში, წირვაზე” – ნინო თარხნიშვილი

personuser access_time15-10-2018, 00:31
მწერალი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს.

მწერალი წერს, რომ ბავშვებს დილას ან უნდა ეძინოთ, ან გაკვეთილზე იჯდნენ და ან ქვიშაში იჩიჩქნებოდეს.

…“ფორტუნა” ჩანახატს სრულად გთავაზობთ:

“არაფერი ესაქმებათ ბავშვებს ეკლესიაში, წირვაზე.
ზოგი რომ სკოლას აცდენს, ზოგი ბაღს, ზოგი უბრალოდ დილის ძილს.
ალბათ მასწავლებლებიც არ დაუწერენ დღეს არა-ს,
ეკლესიაში არიან ბავშვები, წირვაზე, როგორ გეკადრებათ, წმინდა საქმეა.

ეზოში უნდა დარბოდნენ ბავშვები, ქვიშაში თამაშობდნენ,
“პეპის” კითხულობდნენ, “ჰარი პოტერს”.
29-ს უმატებდნენ 56-ს, ან ერთუცნობიანი განტოლება გამოჰყავდეთ.
არ უნდა იდგნენ ისინი 17 მაისის დილას და არც 37 მაისის დილას ტაძარში,
ჩოხა-ახალუხებით, ჩიხტი-კოპებით, ბოღჩებითა და ფაფანახებით.
მარჯვენა ფეხს რომ მარცხენას უნაცვლებენ, ცქმუტავენ, ალბათ ეფსიათ კიდეც, მაგრამ ერიდებათ, ახლა ვერ გავლენ ტუალეტში, ან სად არის ნეტა ტაძარში ტუალეტი?
თან სირცხვილია ხო ეკლესიის ტუალეტში შესვლა?
“ოხ, ეს ჭიამაია ვერ შევმალე ამ ჩიხტი-კოპში”, –
ღელავს ამაყი დედა პატარა გოგოს ვარცხნილობაზე და თან ანიშნებს:
“შეისწორე, დედიკო, თმა შეისწორე”.
პატარა გოგო უხერხულად იშმუშნება და გვერდზე მოქცეულ ჩიხტი-კოპს ხელებს აშველებს.
ჯიბიდან აძვრენს წითელ ფერარს პატარა ბიჭი,
მხარს კრავს გვერდით მდგომს, ჩუმად აჩვენებს,
სანამ მღვდელი მრევლს საკმეველს აკმევს, წაიტრაბახებს…
მარცხენა ფეხიდან მარჯვენა ფეხზე, მარჯვენა ფეხიდან მარცხენა ფეხზე – გადადი-გადმოდი,
ასე უფრო ადვილია წირვაზე დგომა.
არაფერი ესაქმებათ პატარა ბავშვებს ეკლესიაში – საწოვარას რომ გამოიღებენ, ხატს აკოცებენ, შუბლს დაადებენ და მერე ისევ გაიქანებენ საწოვარას.
ბავშვების ღმერთი ტაძარში არ ცხოვრობს.
ბავშვების ღმერთი წითელ ფერარს დააქროლებს,
თავზე ჭიამაია უკეთია,
ერთუცნობიანი განტოლების გამოყვანა უჭირს
და დილაობით ეკლესიაში წირვაზე არ დადის,
იმიტომ რომ ან სძინავს, ან პირველ გაკვეთილზე ზის და
ან ქვიშაში იჩიჩქნება”.

წყაროскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია