სატრანსპორტო კომპანია: ხიდი სადგურ გოცირიძესთან დაზიანებული არ არის

სტატიის ავტორი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ხიდი სადგურ გოცირიძესთან დაზიანებული არაა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უახლოეს დღეებში ექნება საშუალება გაასაჯაროოს დასკვნა, მას შემდეგ რაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ოფიციალურად მოგვაწვდის დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჯები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ისეთ სპეციფიურ თემაზე მუშაობისას, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოება, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოს სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს,"- წერია განცხადებაში.скачать dle 12.1








0
თარიღი: 29-03-2019, 17:22
0
193

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх