გორის მერის ახალი გეგმა - სად გადაიყვანენ გორელ გარემოვაჭრეებს + ვიდეო

სტატიის ავტორი

გორში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიცია ღამის საათებში მორიგეობას აგრძელებს, რათა გარემოვაჭრეებმა უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა არ გააგრძლონ. თუმცა, ამის პარალელურად ქალაქის ერთ ნაწილში გარევაჭრობა უწინდებურად გრძელდება და პრობლემის სიმწვავეზე მოქალაქეები საუბრობენ. სწორია თუ არა ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად დგამს,ამ თემაზე გორის მერმა ტელეკომპანია “დიაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

კონსტანტინე თავზარაშვილს გარევაჭრობის პრობლემის გადასაჭრელად ახალი გეგმა აქვს შემუშავებული. მუნიციპალიტეტის მერი, შიომღვიმელის ქუჩის რეაბილიტაციას აპირებს, რის შემდეგაც გარემოვაჭრეებს მდიმარე მეჯუდის სანაპიროსთან ახალ ბაზარში შესვლას შესთავაზებს. ამ ადგილზე სავაჭროდ გადასვლაზე უარს მდებარეობის გამო ამბობდნენ.

“ჩვენ ალტერნატიული ფართი გამოვყავით და შიომღვიმელის ქუჩაზე ბაზარში შესვლა შევთავაზეთ, მაგრამ არ მოისურვეს. ფიქრობენ, რომ იქ ვერაფერს გაყიდიან და მიჩვეულ პრაქტიკას არჩევენ - ქუჩაში ვაჭრობას. ჩვენ რეგულაციებიც გავამკაცრეთ, ზედამხედველობის სამსახური დაჯარიმებას ვერ ახდენს, რადგან ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს. ძალიან რთული საკითხია. ჩვენ უკვე გვაქვს გეგმები და ეს აუცილებლად მოაგვარებს ამ საკითხს. ორი დღის უკან შევხვდი გარემოვაჭრეებს და შევთავაზე ალტერნატიული ფართი აეღოთ.
გეტყვით ჩვენს გეგმაზეც, შიომღვიმელის ქუჩა, სანაპიროს გადასწვრივ მდებარეობს, მეჯუდის პირას. ამიტომ ამ ქუჩაზე რეაბილიტაცია დაიგეგმა, 17 მეტრი სიგანე ექნება. ჩასმულია პროექტში უკვე.
ამ სანაპიროზე საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება ქუჩასთან ერთად. “ოცდამეერთეში“ შესასვლელი სხვა მხრიდან იქნება. შიომღვიმელის ქუჩაზე მისული მყიდველი პირველად ამ ბაზართან მოხვდება. სწორედ აქ ვფიქრობთ გარემოვაჭრეების გადმოყვანას და მგონია, მათ კლიენტების სიმცირის პრობლემა აღარ ექნებათ. დიდ ხანს ვიფიქრე ამ საკითხზე და მგონია, ეს წამოწყება გაამართლებს“ - განაცხადა გორის მერმა.



ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх