"ჯიბღაშვილი, რომელიც ყვიროდა კალაძეს დაურეკეთო, გარეთ უშვებენ. ჩემს შვილს ორ თუ სამ "ფრუკოსზე" 8 წელი მისცეს"

სტატიის ავტორი

კლუბებში - "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძის დედა, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლების გამო, პროკურატურასა და სასამართლოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

როგორც ქეთი მურუსიძის დედამ, თეონა ტყაბლაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მაშინ, როცა „ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოთი ტონა ნარკოტიკზე გარეთ გამოუშვეს, მის 22 წლის გოგოს "ფრუკოსზე" არ უნდა წირავდნენ".

"22 წლის გოგო ერთი წელია ციხეში ზის. ძალიან მინდა სამართალი არსებობდეს. ყველაფერს ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც დაკავებული ყვიროდა, გენერალურ პროკურორს დაურეკე, კალაძეს დაურეკეთო, უამრავი ნარკოტიკით დაიჭირეს და მას 10 000-ლარიანი გირაოთი გარეთ უშვებენ. ახალგაზრდა, 22 წლის გოგოს, რომელიც ორმა აგენტმა დაამუშავა, 43 წლის კაცები მიუგზავნეს პროკურატურიდან, ტვინი აურიეს და 8 წელი მიუსაჯეს. ვიმეორებ, ჩემს შვილს ორ თუ სამ "ფრუკოსზე" 8 წელი მისცეს. ძალიამ მწყდება გული", - განაცხადა ტყაბლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქეთი მურუსიძე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს, რომელსაც გამოძიება ასევე ნარკოდანაშაულს ედავება, ის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 24-04-2019, 14:53
0
1 375

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх