საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დიდი აურზაურია სამასწავლებეთში!

personuser access_time17-05-2019, 17:59


"დიდი აურზაურია სამასწავლებეთში!
მეხის დაცემას და მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებას ჰგავდა განათლების სამინისტროს შეთავაზება პენსიონერი პრდაგოგებისთვის!
-არავითარ შემთხვევაში!'-აცხადებდა ერთი ნაწილი,მე ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარო! ერთი მაგათი ჩატარებული და მერე ჩემიო! არ დავრეგისტრირდებიო!
-მეორე ნაწილმა კალკულატორი მოიმარჯვა გადაიანგარიშეს :ზოგს 13000 ლარი,ზოგს-12000,ზოგს-1800 ლარი გამოუუვიდა-80 ლარი აქვს ხელფასი, კვირაში ოთხი საათი!-ღირს კი?
არა უსამართლობაა მე რომ 45 წლიანი პედაგოგიური სტაჟი მაქვს-აპროტესტებს სხვა..
ზოგმა მაინც რომ გამათავისუფლონ და თან უფულოდო?ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო! იქვე მოიფიქრეს ამ ფულით რა შეიძლებოდა სამომავლოდ:სათბური,ხეხილის ბაღი, ყვავილების მოყვანა თუ ფულის გაპროცენტება!
გადანაწილება კომპენსაციის მთლად აბსურდულია , თორემ მოხუცებულთა თავშესაფრებია სკოლები, მაპატიეთ მიყვარხართ მაგრამ თქვენ შვილები?შვილიშვილები და შვილთაშვილები გაზარდეთ! რა ეშველება ახალგაზრდობას? ჩემი თაობის დიპლომები თაროებზე დაუობდა უმრავლესობას! შვილები ჰყავთ მშივრები, ქმრები საშოვარზე ემიგრაციაში და ან იქ ციხეში!ბავშვები უდედოდ იზრდებიან, -ოჯახები აღარ არსებობს,დედისა და მამის მნიშვნელობა არ იციან!
მარტო სკოლა არ არის ასეთ დღეში:საბავშვო ბაღები, საჯარო სამსახურები..გამოვითხოვე მონაცემები და გორის მერია,საკრებულოში დაახლოებით 500 მოხელეა პენსიონერი! არადა უმრავლესობის ოჯახები ზეფუფუნებით ცხოვრობს!თანამდებობებს იკავებენ შვილები,შვილიშვილები, უმეტესი ნაწილი ბიზნესში და ტენდერებში გამარჯვებული ოჯახები..
დაისვენეთ და მიეცით სხვის ოჯახებს არსებობის უფლება,მემკიდრეობითი არაა საჯარო სამსახური და სიკვდილამდე!
მესმის თქვენიც,ხომ უნდა გააოცოთ ქალაქი ახალი კაბებით და სამკაულებით! აბა როგორ გეკადრებათ?მარტო თქვენ და თქვენ შვილებს სჭირდებათ სამსახურები!
მე ძალიან შემრცხვებოდა ბევრი თქვენთაგანის შვილებისა დედა რომ ვერ შეუნახიათ და გაღიპულები პოლიტიკური და დიდაქტიკელი მჭვერმეტყველებით მსჯელობენ ქვეყანაზე და სახელმწიფოს მოწყობაზე? მოქალაქეობრივ თვითშეგნებასა და პატრიოტიზმზე!
ერთი ჩემი მეგობარი 78 წლის დედაზე მეუბნებოდა-მოკვდებაო! რამის ვუთხარი ქმარს არ ჩაჰყვა და შვილიშვილების აღზრდა სჯობია მგონი...
არა ძალიან უცნაურები და გოიმობაში გადაზრდილი აზროვნებაა:უნდა მერი შეაწუხო შვილი სახელმწიფო ბაღში რომ მიიყვანო და ეს არ გიქმნის უხერხულობას? როგორ "გავლენები" გაქვს და რატომ უნდა გადაიხადო 100 ლარი კერძო ბაღში იმ ფულს ამაყად დახარჯავ ერთ შესვლაზე სახაშეში და იქნები კაცური კაცი! რა არის აქ"გასატეხი"?-არაფერი ! შენი შვილი ზის 30 კვ.მ ოთახში 50 ბავშვთან და
80 წლის აღმზრდელთან ერთად რომელსაც დღესაც ღრმად სწამს რომ"ლენინს უყვარდა ბავშვები!"
მე ამ დაუსრულებელ ზღვარგადასულ მოჭიპჭიპე ხალხს ვეკითხები:რა არ გეყოთ? კომუნისტები თქვენი იყო, ედიკა, მიშა და ბიძინა! სხვასაც აცალეთ ოჯახების შექმნა! ან ფონდი დაარსეთ ქველმოქმედებისთვის? ისეთი არა სპორტსმენები მამების საპატივსაცემო ტურნირებს მერიის და ბიუჯეტის ხარჯზე რომ აწყობენ!
მარტო მამაოსათვის აიფონში ჩაძახებული-დამლოცე მამაო"-არაა ღვთისმოშიშობა და პატრიოტიზმი! და კიდევ ამ ღიპუცა თანამდებობის პირებმა და ზეწარმატებულმა ტენდერების ბრძოლის ველზე გამარჯვებულმა ბიზნესმენებმა როგორმე საკუთარი ხარჯით შეაჭამეთ ლუკმა-პური პენსიონერ მშობლებს და ბებია-ბაბუებს!" - ასე გამოეხმაურა განათლების სისტემის ახალ დაანონსებულ რეფორმას ირმა ამბარდნიშვილი, პედაგოგი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია