მართვის მოწმობის გამოცდის საფასური 150 ლარამდე იზრდება

სტატიის ავტორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანად გარდაქმნება (პირველი ეტაპი - სპეციალური მანევრები დახურული საგამოცდო მოედანზე, მეორე ეტაპი - გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება ), რაც მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს

კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი ნაცვლად 40 ლარისა, ამასთან, პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. „A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური - 150 ლარი.

შესაბამისად, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად პირს მოუწევს შემდეგი საფასურის გადახდა თეორიული გამოცდა 20 ლარის, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი - 40 ლარი და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის -90 ლარის გადახდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх