საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ერთმა აფხაზმა ამბავი მოიტანა: მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულაო..." - 27 წლის ქართველი ბერი, რომელიც აფხაზეთში მოკლეს

personuser access_time12-06-2019, 10:53


ყუ­რაშ­ვი­ლე­ბის რვაშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან, ოთხი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე გა­მო­ვი­და - მათ­გან ერთ-ერთი, პა­ა­ტა ყუ­რაშ­ვი­ლი 1992 წლის 3 აპ­რილს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აღიკ­ვე­ცა ბე­რად... ეწო­და მას ბერი ან­დრია, პა­ტივ­სა­ცე­მად ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა.

იმა­ვე წლის აგ­ვის­ტო­ში ის მღვდელ-მო­ნაზვნად აკურ­თხეს და მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრად გა­ამ­წე­სეს. ას­კე­ტურ ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გა 26 წლის ბერი...

ფსალ­მუ­ნებს ყო­ველ­დღე სრუ­ლად კი­თხუ­ლობ­და, დღე­ში 200 მე­ტა­ნი­ას ას­რუ­ლებ­და, ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს და­უჯ­დო­მელს უკი­თხავ­და. თით­ქმის არა­ფერს ჭამ­და, სა­წო­ლის ნაც­ვლად ფიც­რებ­ზე ეძი­ნა. არც ფი­ზი­კურ შრო­მას ერი­დე­ბო­და, მი­წას ამუ­შა­ვებ­და, პურ­სა და სე­ფის­კვერს თვი­თონ აცხობ­და.

დიდი თოვ­ლი მო­ვი­და ზამ­თარ­ში... სხალ­თა­ში ჩარ­ჩე­ნილ­მა 5 თვე მო­ნას­ტერ­ში მარ­ტომ ისე გა­ა­ტა­რა, ერთხე­ლაც არ და­უ­ჩივ­ლია...

მალე, მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა ახალ­გაზ­რდა მამა სა­მოღ­ვა­წე­ოდ აფხა­ზეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მისი უწ­მინ­დე­სო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით სო­ფელ კო­მან­ში, წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრად და­ნიშ­ნა. მამა ან­დრი­ას იქ ჩას­ვლა მა­შინ­ვე უფ­ლის მიერ მოვ­ლე­ნი­ლად მი­ი­ღო დიდ­მა თუ პა­ტა­რამ...

კო­მა­ნი აფხა­ზე­თის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლია. სო­ხუ­მი­დან 15 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ჩრდი­ლო­ე­თით მდი­ნა­რე გუ­მის­თა ჩა­უ­დის, ირ­გვლივ კი მთე­ბი აკ­რავს. აქ აწა­მეს წმი­და მო­წა­მე ვა­სი­ლის­კო. წმი­და­ნის წა­მე­ბის ად­გილ­ზე დღე­საც მოსჩ­ქეფს სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წყა­რო. აქ მი­ა­ბა­რა სული უფალს გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყოფ­მა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის დიდ­მა მღვდელმთა­ვარ­მა წმი­და იო­ა­ნე ოქ­რო­პირ­მა. აქ მი­უ­ვალ მთებ­ში მე­სა­მედ გა­და­მა­ლეს პა­ტი­ო­სა­ნი თავი წმი­დი­სა დი­დე­ბუ­ლი­სა წი­ნა­მორ­ბე­დი­სა და ნათ­ლის­მცე­მე­ლი­სა იო­ა­ნე­სი. კო­მა­ნი წმი­და ად­გი­ლია.

"ერთმა აფხაზმა ამბავი მოიტანა: მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულაო..." - 27 წლის ქართველი ბერი, რომელიც აფხაზეთში მოკლეს


აფხა­ზეთ­ში ამ დროს ძმა­თა­შო­რის ომი მი­დი­ო­და, "ვი­ღა­ცის" პო­ლი­ტი­კას შე­წი­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ინ­დობ­დნენ...

სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა და შიში იპყრობ­და ყვე­ლას... მამა ან­დრი­ას მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ღი­მი­ლი, უწყი­ნა­რი სა­უ­ბა­რი და სიმ­შვი­დე იყო მრევ­ლის ნუ­გე­ში. თავ­მდა­ბა­ლი და მო­რი­დე­ბუ­ლი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და თა­ვა­ზი­ა­ნი, მომთმე­ნი და დიდსუ­ლო­ვა­ნი ბერი იშ­ვი­ა­თად ბრაზ­დე­ბო­და. ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტეს სა­ო­ცა­რი სულ­გრძე­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­უ­ტე­ვებ­და ხოლ­მე და ადა­მი­ა­ნებ­საც ომის მძვინ­ვა­რე­ბა­ში სულ მას­თან უნ­დო­დათ ყოფ­ნა...

რაც გა­აჩ­ნდა, უსა­ზღვროდ გას­ცემ­და... როცა გა­ჭირ­ვე­ბულს ეხ­მა­რე­ბო­და, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ხა­რობ­და. არა­ერ­თი ხე­ი­ბა­რი გა­და­არ­ჩი­ნა და ტა­ძარ­ში შე­ი­ფა­რა.

სვა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ კო­მან­ში, მაღ­ლობ­ზე მდე­ბა­რე წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი ერ­თა­დერ­თი ეკ­ლე­სია იყო, მა­შინ აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლად რომ ატა­რებ­და წირ­ვა-ლოც­ვას.

1993 წლის 5 ივ­ლისს სო­ფე­ლი ჩა­ი­კე­ტა. აფხა­ზებ­მა კო­მა­ნი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს.

მამა ან­დრია გრძნობ­და, სიკ­ვდი­ლი ახ­ლოს იყო, მაგ­რამ თავს სა­სო­წარ­კვე­თას რო­გორ მის­ცემ­და?! მერე რა, თუ სრო­ლის ხმა უკვე ეკ­ლე­სი­ის ახ­ლოს ის­მო­და. უცებ ყვი­რი­ლის ხმა შე­მო­ეს­მა, კო­მა­ნის ინ­ვა­ლიდ­თა სახ­ლის მო­ხუ­ცე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ. მამა ან­დრია არ შე­შინ­და... ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში გა­ე­შუ­რა მო­ხუ­ცე­ბი­სა­კენ, ღა­მის 3 სა­ათ­ზე კი მო­ძღვარ­მა ეკ­ლე­სი­ა­ში მყოფ­ნი აზი­ა­რა... დი­ლის ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე ტა­ძარს ალყა შე­მო­არ­ტყეს... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია