მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა “მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა

სტატიის ავტორი

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე გაიმართა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა როტაციის წესით, I I ქვეითი ბრიგადის 21- ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის I I ქვეითი ბრიგადის 21- ბატალიონის გაძლიერებული ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს მისიის სრულყოფილად შესრულება უსურვა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზის ბატალიონის მეთაურმა პოლკოვნიკმა რუბენ ბენმუდეზიმ ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახალჩამოსულ ასეულს სრული ნდობა გამოუცხადა.

გადაბარების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზის მთავარი სერჟანტი ანდრეს რუიზი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








0
თარიღი: 20-10-2018, 12:03
0
673

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх