ლეღვის ფოთლის ნახარშით 21 წლის გოგონა დაიწვა

სტატიის ავტორი

21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. მას სხეულის 25% აქვს დამწვარი. დამწვრობა, ძირითადად, ქვედა კიდურებზე აქვს მიღებული.

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა.

„გოგონა სახლში თავად მკურნალობდა და მდგომარეობის გართულების შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს. წვივებზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსამდე მიაღწევს და მოქალაქეებს ურჩევენ, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 27-06-2019, 14:13
0
119

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх