რამდენი ლარი აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს ხელფასი რუსთავი 2-ში - ნახეთ რას წერს ჟურნალისტი ფეისბუკზე

სტატიის ავტორი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე მისი ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაინება.

„ჩემი ანაზღაურება „რუსთავი2“-ში არ ცდება 10.ათას ლარს **ეებო.

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში, მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა ნანუკას შოუს თანამშრომლებზე.

ეს „რუსთავი2“-ის პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას მათაც ეძლევათ 50%.

ეს ციფრები რომელიც გამოფინეთ მიუხედავად იმისა რომ რეალობას არ ასახავს შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალური ქსელიდან, ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან.

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს რომ ხანდახან უარსაც ამბობ შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც“ - დაწერა ჟორჟოლიანმა.

ავტორი: 1

скачать dle 12.1








0
თარიღი: 9-07-2019, 14:36
0
8 719

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх