მოხისელების გასაჭირი

სტატიის ავტორი

ეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის გზაა, სადაც როგოც ადგილობრივები ამბობენ ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება. მოსახლეობა სოფელში გახშირებულ ავარიებს ამ გზაზე საგზაო ნიშნებისა დახელოვნური უსწორმასწორობის არარსებობას უკავშირებს. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან ყურადღების მიქცევასა და მათ თხოვნაზე რეაგირებას ითხოვს. "დაყენდეს საგზაო ნიშნები. ბავშვიც დაცული იქნება, დიდიც და მანქანაც. მანქანები ძალიან სწრაფად დადიან და ბავშვების უსაფრთხოება არ არის დაცული"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. მოხისში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრობს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. თამარ დიასამიძე ამბობს, რომ სოფლის სახელით ქარელის მერიაში რამდენჯერმე ითხოვა დახმარება, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არავის მოუხდენია. "გვინდოდა, რომ გზებზე ხელოვნური უსწორმასწორობა გაეკეთებინათ, მაგრამ გვითხრეს, რომ კანონით არ არის გათვალისწინებულიო. ამიტომ, ვითხოვთ საგზაო ნიშნები მაინც დაგვიყენონ"- აღნიშნა მოხისის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ დიასამიძემ. საკითხის შესწავლის პირობას დებენ ქარელის მერიაში. მუნიციპალიტეტის პირველი პირის ამბობს, რომ პროლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში შეუდგებიან და სადაც საჭირო იქნება სიჩქარის შემზღუდველ ნიშნებს დააყენებენ.

"მოგეხსენებათ, რომ თითქმის ყველა სოფელი მოვაასფალტეთ, 2-3 სოფელიღა დაგვრჩა. მოსახლეობა ყველგან ითხოვს საგზაო ნიშნებს, მაგრამ ყოველ ას მეტრში არ არის მიზანშეწონილი მათი დაყენება. მაგრამ, სადაც ცუდი მოსახვევებია და სადაც მიგვითითეს, შევისწავლით ამ საკითხს და თუ საჭიროება იქნება, გავაკეთებთ"- განაცხადა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
სოფელში ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვები კვირაში რამდენჯერმე ხდება და ადგილობრივები სხვადასხვა სირთულის დაზიანებებით საავადმყოფოში ხვდებიან. მოხისელები იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროულად მოგვარდება და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღად დაემუქრება.

ავტორი:2

скачать dle 12.1








0
თარიღი: 12-07-2019, 17:22
0
223

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх