ნიკოლოზ გაბლიშვილის ბლოგი: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მისი შედეგები

სტატიის ავტორი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მისი შედეგები

რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ ბევრ კომპანიაში არ აქვთ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით რთული ვითარება შიდა ქართლშია. რეგიონში მოქმედ საწარმოების ნაწილში, ტერმინის განმარტება სწორად არ იციან და CSR-ს ქველმოქმედებას უკავშირებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ CSR არ აგვერიოს ქველმოქმედებაში, რადგან CSR არის ბიზნესმოდელი, რომელიც მუშაობს მუდმივად და არ არის ერთჯერადი პროექტი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განმარტებას სხვადასხვაგვგარად გვთავაზობენ მკვლევარები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის კომპანიის ნებაყოფლობითი საქმიანობა კანონმდებლობის მიღმა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ბიზნესის კეთილი ნება საკუთარ თავზე აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება, იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

მცირე და საშუალო კომპანიები სკეპტიკურად უყურებენ CSR-ს და ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ მსხვილი კომპანიების საქმეა. სინამდვილეში, ეს უბრალოდ გავრცელებული სტერეოტიპია, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას. მისი ძირითადი ფუნქციაა პრობლემურ საკითხებში საზოგადოების გვერდში დგომა. მცირე, მაგრამ კარგად მართულ, ეფექტიან კომპანიას უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების კეთილდღეობაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ იმ კომპანიებში, სადაც უკვე დანერგილია CSR-ი უზრუნველყოფილია ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა, ხდება თანამშრომლების განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს უზრუნველყოფა, შრომის დაფასებისა და კარგი სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. გარდა ამისა კომპანიები ასევე ახორციელებენ სხვადასხვა სოციალურ პროექტს, რომლებიც საზოგადოებაზე დადებითად აისახება.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დადებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ბიზნეს საქმიანობაზე საქმიანობის გაუმჯობესებული მენეჯმენტის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდის, ასევე კომპანიის იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით.
მრავალი წელია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისა და კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა. ექსპერტები და წამყვანი მარკეტოლოგები ქართველ ბიზნესმენებს ურჩევენ, რომ კომპანიებში CSR დანერგონ.

ავტორი: ნიკოლოზ გაბლიშვილიскачать dle 12.1








0
თარიღი: 24-10-2018, 11:30
0
925

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх