თბილისის უსინათლოთა სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სტატიის ავტორი

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგის შედეგების გამო, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროს, ეკა დგებუაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

1 ნოემბრიდან სკოლა-პანსიონს ახალი დირექტორი ეყოლება. თავად ეკა დგებუაძე ამბობს, რომ სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის ანგარიშს ნაწილობრივ ეთანხმება. თუმცა, როგორც დგებუაძე ამბობს, არ ეთანხმება დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სკოლაში კვების საკითხს შეეხება, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ, რასაც სამინისტრო პერიოდულად ამოწმებს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, იგეგმება რეაბილიტაცია, რომელიც აისახება სკოლის რეაბილიტაციის გეგმაში, თუმცა ვადები უცნობია.

სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მონიტორინგის შედეგად რიგი დარღვევები გამოვლინდა, განსაკუთრებით საყურადღებო კი პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობებია, სადაც მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცნო მომსახურება დამაკმაყოფილებელი არ არის. მონტირინგით გაირკვა, რომ სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალადობის პრევენციის სერვისები, ასევე არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის რესურსი.скачать dle 12.1








0
თარიღი: 24-10-2018, 14:01
0
566

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх