კასპში, სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

სტატიის ავტორი

კასპში, 200 მოსწავლეზე გათვლილი, სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს დაეფუძნება. სასწავლებელი ასევე ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რასაც ხელს შეუწყობს იმავე ტერიტორიაზე განლაგებული ტექნოპარკი. ტექნოპარკის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

კასპში, ახალ სასწავლო წელს გაიხსნა 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 24-10-2018, 18:30
0
628

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх