ლარი რეკორდულად უფასურდება - 1 აშშ დოლარი 2.9171 ლარი ღირს

სტატიის ავტორი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9171 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9010 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0161-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2496 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2343 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0153-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6452 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6251 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0201-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5105 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5070 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0035-ით გამყარდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх