ძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში მიიყვანეს

სტატიის ავტორი

ძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის პოლიციაში გამოკითხვის მიზნით მიიყვანეს.

ამასთან, ჩვილის დედამ, რომელიც ძიძას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიცია უკვე დატოვა. როგორც მან სატელეფონო საუბარში განაცხადა, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, დამატებით, დეტალებზე საუბარი კი არ ისურვა.

,,ვთანამშრომლობ გამოძიებასთან , სხვა დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ,”- განაცხადა ბავშვის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით დედას, ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა. ამასთან, კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს- ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წყარო https://www.interpressnews.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 13-08-2019, 00:09
0
150

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх