Facebook-მა აღიარა, რომ მომხმარებლების ხმოვან შეტყობინებებს უსმენდა

სტატიის ავტორი

Facebook-ი თავისი მომხმარებლების აუდიო შეტყობინებების გასაშიფრად სხვა კომპანიებს იყენებდა. ეს ფაქტი მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა განცხადებაში აღიარეს, რომლის ნაწყვეტი Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

ამასთან, Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლების აუდიო შეტყობინებების მოსმენა და ჩაწერა მხოლოდ მათთან შეთანხმებით ხდებოდა და პრაქტიკაში უკვე აღარ გამოიყენება. „როგორც Google-მა და Apple-მა, 1 კვირაზე მეტია ჩვენც შევწყვიტეთ მომხმარებლების შეტყობინებების შესწავლა"- ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ანონიმური აუდიოშეტყობინებების გაშიფვრით, კომპანია Messenger-ის მუშაობის ეფექტურობას ამოწმებდა.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხმოვანი შეტყობინებების გაშიფვრით იყვნენ დაკავებულები, Bloomberg-ს განუცხადეს, რომ არ იცოდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი შესწავლა. მათივე განმარტებით, ეს საუბრები პირადი იყო და მასში ვულგარული ლექსიკაც გამოიყენებოდა.

ამასთან, Facebook-ს თავისი მომხმარებლები არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ მათი ხმოვანი შეტყობინებები შეიძლება მესამე პირის ხელში აღმოჩნდეს.скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-08-2019, 23:39
0
283

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх