საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"კრეატიული თაღლითობა" - ესპანელმა ბიჭმა AMAZON -ს 330 000 ევრო მოპარა

personadmin access_time15-08-2019, 00:01


ესპანელი ბიჭის "კრეატიული თაღლითობა" - 22 წლის მამაკაცმა Amazon-ს 330 000 ევრო მოპარა. როგორც ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Tamebay იტყობინება, ეს სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბური თაღლითობაა, რაც კი აქამდე ევროპაში დაფიქსირებულა.


22 წლის ჯეიმს გილბერტ კვარტენგის სქემა შემდეგი იყო: ის Amazon-იდან iPhones-სა და სხვა ძვირადღირებულ ელექტრონულ მოწყობილობებს პერმანენტულად იწერდა, ნივთებს თვითონ იტოვებდა, ხოლო ყუთებში იმავე წონის მიწას ყრიდა და უკან აგზავნიდა; რადგან ის Amazon Prime- ის კლიენტი იყო, პროდუქციის უკან გაგზავნა მისთვის უფასოდ ხდებოდა.


Amazon-ში უკან გაგზავნილ ნივთებს მაშინვე წონას უდგენენ, თუ ის ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს ემთხვევა, პროდუქციის მიღება ფიქსირდება და კლიენტისთვის, გადახდილი თანხის უკან გადარიცხვის პროცესი ავტომატურად ხორციელდება ისე, რომ მიღებული პაკეტი არც კი იხსნება და მოწმდება.


სწორედ ამ სქემის მიხედვით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა 22 წლის ესპანელი პარტნიორთან ერთად. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმიდან "უფასოდ" გამოწერილ პროდუქციას შემდეგ ყიდდნენ; სქემა თავიდან კარგად მუშაობდა, მაგრამ შემდეგ Amazon-ში ეჭვი შეეპარათ და საქმის გამოძიება დაიწყეს. პოლიციამ ესპანელის ბრალეულობა დაადგინა და საქმე გახსნა. 22 წლის მამაკაცი დაკავებიდან ცოტა ხანშივე, 3000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

https://www.bm.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია