რა ხდებოდა „იმედის“ ტელევიზიაში მას შემდეგ რაც ეთერში სკანდალური ფილმი გავიდა

სტატიის ავტორი

პოეტი პაატა შამუგია, რომელიც ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობს ჰყვება, თუ რა სიტუაცია იყო ტელევიზიაში მას შემდეგ, რაც ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გავიდა ფილმი, რომელსაც საზოგადოების ნაწილის და „იმედის“ ჟურნალისტების პროცესი მოჰყვა.

მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილმა შიდა ჯგუფში კატეგორიულად მოითხოვა ფილმის ავტორის დასახელება და საჯარო ბოდიშის მოხდა.

„ორშაბათს Toresa-მ დაპოსტა „იმედის“ შიდა ჯგუფში ის ავად სახსენებელი ფილმი და ძალიან გაბრაზებული კომენტარიც მოაყოლა. მეც ვნახე ვიდეო და მარტივად იყო საქმე: როცა აგვისტოს ომზე იღებ მავნებლურ „ფილმს“ და იქ პუტინის დანაშაულზე, სულ ცოტა, გადაკვრითაც არ ამბობ არაფერს, ეს მძიმე დიაგნოზია. მშვიდობით ომს მოიგებ კი არა, აგერ, გუგუტიანთკარში მოსახლეობას სახლების ზღურბლებზე უვლებენ მავთულხლართებს, და ასეთი დერჟავნიკული აგრესიის გამართლებას (რაგინდარა მიზეზით) ვინც ცდილობს, ყველა იდიოტია ჩემს თვალში. სამწუხაროდ, რუსეთთან არ გამოდის არც ომი (ფიზიკური განსხვავების გამო შეუძლებელია) და არც მშვიდობა (მორალური განსხვავების გამოა შეუძლებელი. იმპერიალისტური ლოგიკა მხოლოდ კოლონიურ მორალს აღიარებს. აგერ, არ ვეუბნებით არაფერს, ხელისუფლება მთლად ხელებს უკოცნის, მაგრამ მაინც მოიწევენ და მოიწევენ, მოვლენ თბილისამდეც, ერთბაშად ჩვენმა მხეცმა გახარიამ არ აღკვეთოს).

მოკლედ, რამდენიმე ადამიანმა შიდა ჯგუფშივე კატეგორიულად მოვითხოვეთ, ამ მავნებლური ანონიმური „ფილმის“ ავტორის გამოჩენა და პლუს, საჯარო მობოდიშებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხზე ჩვენს დარჩენას აღარ განვიხილავდით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი. პარალელურად, გამოვიდა ნიკა ლალიაშვილი და ვიდეოზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო (ტექსტი იყო „ბოკო-ჰარამის“ ტრადიციებში), მაგრამ არანაირი სინდისის ქენჯნა, თუნდაც, ჟურნალისტების დემორალიზების გამო, იმის გამო, რომ ამ დღეების განმავლობაში მისი უდანაშაულო თანამშრომლები ტალახში ათრია მთელმა ქვეყანამ. პირიქით, იქით მამარდაშვილის აჩრდილს ამოეფარა (ეტყობა, მამარდაშვილის იმ ჩანაწერებამდე ჯერ არ მისულა, სადაც რუსული იმპერიალიზმის შესახებ საუბრობს), აქეთ - ქართველი ხალხის სენტიმენტებს, და ვითომც არაფერი.

„იმედიდან“ წამოსვლა ყველაზე იოლი და მსუბუქი გამოსავალი იქნებოდა. ამაზე დღესაც ვისაუბრეთ. როდესაც ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასეთი ერთსულოვანი და ძალიან ღირსეული პროტესტი ვნახეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ღირსეული ადამიანების მიტოვება და ლალიაშვილისთვის სივრცის მოსუფთავება არ იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი. ლალიაშვილს ამწუთას ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს არხზე, „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და, იმედია, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, სიგნალი გაეგზავნა ყველას - ის, რომ ამ ქვეყანაში რუსოფილიური განწყობის შექმნა არის შეუძლებელი მისია, სულ ტყუილად აფინანსებს კრემლი თავის აგენტებს, წყალში იყრება ეგ ფული, ძვირფასებო ;))

ასეთი ამბებია ;)“, - წერს პაატა შამუგია სოციალურ ქსელში.

დღეს ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში ერთი და იმავე შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც, ამავე ტელეარხის მიერ, აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის „ერთ-ერთ მთავარ ხაზს“ გაემიჯნენ. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის შედეგად “ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა”.

ჟურნალისტები გაემიჯნენ კონკრეტულად იმ აზრს, რომ „რუსეთის ჯარი საქართველოში იძულებით შემოიჭრა“. ფილმის ავტორმა და ტელეარხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში თქვა, რომ ფილმში ყველა გაჟღერებულ სიტყვას ეთანხმება და ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება ფილმი მოეწონოს ან არ მოეწონოს.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 15-08-2019, 18:39
0
362

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх