საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ქრონიკულ დაღლილობას და ძილიანობას ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტი იწვევს

personuser access_time15-08-2019, 18:47


გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე, როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია! ნუ დაელოდებით ამის მანიშნებელ წყურვილის შეგრძნებას, დღის განმავლობაში აუცილებლად სვით წყალი, თუნდაც ყლუპ-ყლუპად, ყოველ 1-2 საათში! წყალი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისათვის!

ქრონიკულ დაღლილობას და ძილიანობას ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტი განაპირობებს. როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ის მისი მოძიების ქცევას რთავს, თუ გარედან ვერ იღებს, შიდა რეზერვების მოძიება-მობილიზებას იწყებს, მათ შორის, სისხლიდან ახდენს გადანაწილებას, რაც სისხლის რამდენადმე გასქელებას და ცირკულაციის დარღვევას განაპირობებს, შედეგად ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება. სწორედ ამ უკანასკნელითაა გამოწვეული ძილიანობა.

ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენ სულ გეძინებათ და გამოძინების მიუხედავად, მაინც ვერ იკრებთ ძალებს, მუდმივად გაწუხებთ დაღლილობა, ყავაც ვეღარ გაფხიზლებთ, წყლის სმის რეჟიმს დაუთმეთ მეტი ყურადღება. რეგულარულად სვით წყალი და თქვენი მდგომარეობა შეიცვლება!

წყარო:MKURNALI.GEскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია