ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“

სტატიის ავტორი

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, - დაწერა თალაკვაძემ Facebook-ის გვერდზე.

დღეს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 17-08-2019, 23:25
0
95

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх