ევროპის ჩემპიონატი. I დღე: გიორგი თუშაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს

სტატიის ავტორი

12 სექტემბერს ფინეთში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

თუთაშვილმა ფინალში მოლდოვის წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით სძლია.

მან ფინალამდე ურჰ კლოპჩიჩი (სლოვენია), არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია), ივო ვერჰოსტერტი (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ლიპარტელიანმა ფინალამდე ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია, გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ სილვია პელიტერის ასევე იპონით მოუგო.

ქართული ძიუდოს ისტორიაში ლიპარტელიანი პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ, ლუკა კაპანაძე (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 12-09-2019, 22:59
0
148

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх