ორხევში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სტატიის ავტორი

დღეს დილით მუხაძის ქუჩაზე, ნათლიამ ნათლული მოკლა. მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდნიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშროლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1937 წელს დაბადებული ლ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა დანაშაული წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე ჩაიდინა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 9-10-2019, 12:26
0
101

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх