კახა კალაძე- ხვალიდან თბილისს 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება

სტატიის ავტორი

დედაქალაქის მერიამ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა. ხვალიდან დედაქალაქს 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.
„თბილისისთვის შევიძინეთ 220 ერთეული 8 მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი და დღეს 60 ერთეული უკვე თბილისშია. ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას ეს ძალიან ლამაზი ავტობუსები მოემსახურება.“- თქვა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა არსებული ყვითელი აბტობუსების ახალი ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლებაა, რადგან მათ უკვე ამოწურეს თავიანთი რესურსი და რომ გარემოსაც ზიანს აყენებენ.
„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი ევროპული ტიპის ავტობუსებით, რომლებიც მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს. თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესუსი ამოწურეს. ჰაერის დაბინძურების თავალსაზრით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და სერიოზული დისკომფორტია ამ ავტობუსებით გადაადგილება.“-აღნიშნა კალაძემ.

პრეზენტაციისას დედაქალაქის მერმა გაიხსენა მისი დადებული პირობა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გზები ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
„მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით, მხედველობაში მაქვს გზები და სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, იქნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ამას შევძლებთ. მე ამას ასე ხმამაღლა თავაწეული ვამბობ, იმიტომ რომ უკან მიდგას გუნდი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ჩემთან ერთად და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ შრომისა და თავდადებისთვის.“- განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე- ხვალიდან თბილისს 60 ახალი ავტობუსი მოემსახურებაскачать dle 12.1








0
თარიღი: 9-10-2019, 12:40
0
55

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх