გარდაცვლილი 13 წლის ელენეს დედის ემოციური მიმართავა: "ეს ხდება დღეს, ჩვენს ქალაქში, ჩვენს გვერდით..."

სტატიის ავტორი

13 წლის ელენეს დედა, რომლის შვილიც სავარაუდოდ ინტერნეტ თამაშ "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა, „მედიაცენტრ მთავარში“ საზარელი ფაქტის დეტალებზე საუბრობს და დედებს მიმართავს. როგორც ნანა ბერძენიშვილი ამბობს, მისი შვილი, მე-13 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა
შვილმკვდარმა დედამ საზარელ თამაშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,ლურჯ ვეშაპს" აქვს თავისი ნიშნები , რომლის იდენტიფიცირება არის ძალიან რთული. ყოველი ნიშანი ესადაგება გარდატეხის ასაკის თავისებურებებს. ჩაკეტილობა, ყველანაირი ინტერესის გაქრობა, ტანისამოსის სტილის შეცვლა, ღიადან დახურულ ტანსაცმელზე გადასვლა, ტელეფონზე მიჯაჭვულობა, ეს ის ნიშნებია რომლებიც „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლებს ახასიათებთ.
„თავდაპირველად ბავშვსა და მენტორს შორის იწყება უწყინარი მიმოწერა, რომელიც შემდგომ იღებს ძალადობრივ ხასიათს. დაახლოებით ღამის ხუთის ნახევრისკენ მათ კონტაქტი აქვთ მენტორთან. ბავშვები ამ დროს ცილდებიან მეგობრებს და ძირითადად ჩაფლულები არიან ვირტუალურ სივრცეში.“- აცხადებს ნანა ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, ძალიან ხშირად მშობლებს კითხვა უჩნდებათ რამ შეიძლება მიიყვანოს ბავშვი თვითმკვლელობამდე? ბავშვზე ამ დროს ოჯახის წევრების და მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ზიანის მიყენებით ზემოქმედებენ.
შვილმკვდარი დედა მიმართავს მშობლებს :
„ მე მინდა გაითვალისწინონ ჩვენმა მშობლებმა, რომ ეს ხდება დღეს, ჩვენს ქალაქში, ჩვენს გვერდით. მე მინდა იმ ბავშვების მშობლებს მივმართო, ვინც გადარჩნენ, იქნებ თქვენც გამოჩნდეთ, რათა სხვებმაც გაიაზრონ „ ლურჯი ვეშაპის“ რეალურად არსებობა.“

გარდაცვლილი 13 წლის ელენეს დედის ემოციური მიმართავა:  "ეს ხდება დღეს, ჩვენს ქალაქში, ჩვენს გვერდით..."скачать dle 12.1








0
თარიღი: 9-10-2019, 15:45
0
67

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх