როგორ ხსნის ფსიქოლოგი თამუნა მერაბიშვილი სუიციდის მცდელობას მოზარდებში ?

სტატიის ავტორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოში 2019 წლის პირველ ნახევარში 219 -მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
მათგან დაახლოებით 14% 13-დან 21 წლამდე ახალგაზრდა იყო.
იმისი დასადგენად თუ რატომ მიდიან ადამიანები, განსაკუთრებით კი მოზარდები სუიციდამდე ვესაუბრეთ ფსიქოლოგს, თამუნა მერაბიშვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს.
ფსიქოლოგი “DiaNews”-თან“ ინტერვიუში გამოსავლის გზებსა და აღნიშნული პრობლემის თავიდან არიდების მეთოდებზეც საუბრობს.

- როგორ ხსნის ფსიქოლოგების სფერო სუიციდის მცდელობის მიზეზებს?
- „სუიციდის მცდელობა დაკავშირებულია სტრესულ გარემოსთან, ტრავმულ ფაქტორებთან. მაგალითად, როგორც ფროიდი იტყოდა, რაც უფრო მეტად გაიზრდება ცივილიზაცია ,უფრო მეტად გახშირდება სტრესოგენული ფაქტორები და შესაბამისად, ეს ნევროტული პრობლემებიც მოიმატებსო. გარდატეხის ასაკში ბავშვი არის ძალიან მგრძნობიარე. მოზარდი იცვლება როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. თუმცა, ჩვენ გვაქვს სუიციდის ხშირი შემთხვევები ზრდასრულ ასაკშიც , 18-21 წლამდე ახალგაზრდებში.
რაც შეეხება მიზეზებს, ფსიქოანალიზური მიდგომის მიხედვით, ეს აუცილებლად ბავშვობაში უნდა ვეძიოთ. სუიციდი დაკავშირებულია დეპრესიასთან. როდესაც ადამიანი დეპრესიაშია მას უჩნდება უსუსურობის განცდა, აქვს თვითშეფასების პრობლემა. შესაძლებელია ბავშვს არ მოსწონდეს თავისი გარეგნობა ან არ ჰქონდეს საკუთარი უნარშესაძლებლობის რწმენა. მნიშნელოვანია 5-6 წლამდე ბავშვის ფსიქოლოგიის შესწავლა, იმის შესაბამისად თუ ბავშვს როგორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება საკუთარი თავისა თუ სამყაროს მიმართ. ხოლო თვითონ ქმედების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს სკოლაში ძალადობა, სიღარიბის პრობლემა, ეკონომიკურ-სოციალური თუ პოლიტიკური ფონი“.
- თქვენი აზრით როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აიცილოს ბავშვის სუიციდისკენ მიდრეკიება?
-„ 5-6 წლის ბავშვს აქვს საბაზისო მოთხოვნილებები,სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის როლს. ხშირად ხდება ამ მოთხოვნილებების უგულებელყოფა ან პირიქით, იჩენენ ჰიპერმზრუნველობას. ამის მაგალითია, მშობელის მიერ აკრძალვების დაწესება, შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმა ან ელემენტარული რესურსის არქონა, რომ ბავშვს დაუკმაყოფილოს მოთხოვნილებები.მეორე მხრივ, არიან ჰიპერმზრუნველი მშობლები, რომლებიც ყოველთვის ბავშვის მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამით ბვავშვს ექმნება უსუსრობის განცდა, არ აქვს დამოუკიდებლობის შეგრძნება. ზრდასრულ ასაკში ის უკვე დამოუკიდებლად ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთი მშობლები არ უწყობენ ხელს ბავშვის პიროვნულ განვითაერებას“.
- რა განსხვავებაა ბულინგის მსხვერპლსა და ბულერს შორის?
- „ბავშვებს მშობლები 5-6 წლის ასაკში ართმევენ წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. ამან კი შეიძლება ბავშვი სკოლაში ბულინგის მსხვერპლად აქციოს. მას არ აქვს იმის გამბედაობა, რომ ჩაგვრის მომენტში ბულერს გაუწიოს მტკიცე ვერბალური თუ ფიზიკური წინააღმდეგობა. თუ მშობელმა არ ასწავლა როგორ გაუმკლავდეს უსამარათლობას, ის ჩათვლის, რომ აგერესიის გამოხატვა არ შეიძლება და აგრესიის ვექტორს მიმართავს საკუთარი თავისკენ , რამაც ის შეიძლება სუიციდამდე მიიყვანოს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბულინგის მსხვერპლი და ბულერი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან. სინამდვილეში ბულერი თავადაც მსხვერპლია, იგი აბსოლიტურად იმავე მოდელით შეიძლება გაზრდილიყო და ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც გამხდარიყო. წინააღმდეგობას, რომელსაც სახლში ვერ გამოხატავდა საზოგადოებაში გადაიტანა. ბულერებს აქვთ ქედმაღლობის, ტრაბახის, ნარცისული მიდრეკილებები. მათაც თვითშეფასების პრობლემა აქვთ და არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან. სტატისტიკურად ბევრად ნაკლები ბულერი მისულა სუიციდამდე, ვიდრე ბულინგის მსხვერპლი, თუმცა მათი თვითმკვლელობის შემთხვევებიც ხშირია“.
- როდესაც სუიციდთან გვაქვს საქმე მკურნალობის რა ეტაპები უნდა გაიაროს პაციენტმა?
„თერაპიის დაწყების დროს, ვმუშაობთ აუცილებლად თვითშეფასების ამაღლებაზე, ვიაზრებთ თუ რა გახდა სუიციდის მცდელობის მიზეზი. შემდგომ ვაკავშირებთ ამას ბავშვურ გამოცდილებებთან, იმასთან თუ რა რისკ ფაქტორები განაპირობებდა მსგავსი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას საკუარი თავის ან სამყაროს მიმართ. თუ არის იგი ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი, ვსწავლობთ ამ სიტუაციებთან შეწინააღმდეგებას. თერაპიის პროცესში გავდივართ იმ ეტაპებს, სადაც ჩნდება საკუთარი თავის მიმღებლობა. როდესაც დასტაბილურდება თვითშეფასების პრობლემატიკა იქ უკვე, რა თქმა უნდა, გამოირიცხება თვითმკვლელობის მცედლობის შესაძლებლობა“.

თამუნა მერაბიშვილი გვირჩევს, რომ ბავშვის სურვილების და მოთხოვნილებების არ უგულებელვყოთ ან პირიქით არ გამოვიჩინოთ ჰიპერმზრუნველობა, განასკუთრებით 5-6 წლის ასაკამდე.

როგორ ხსნის ფსიქოლოგი თამუნა მერაბიშვილი სუიციდის მცდელობას მოზარდებში ?скачать dle 12.1








0
თარიღი: 14-10-2019, 19:15
0
232

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх