ჩილეში მიმდინარე არეულობებს უქვე 7 ადამიანი ემსხვერპლა

სტატიის ავტორი

ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მძარცველებმა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოსთან სამკერვალო ქარხანა დაარბიეს, რამაც მიმდინარე საპროტესტო აქციებში დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაზარდა.
სამხედროებმა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ხოლო დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი დაწესდა.
ქალაქ სანტიაგოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილშიც გავრცელდება.
6 ოქტომბერს ჩილეს მთავრობამ მეტროს საფასურის გაზრდა დააანონსა, ამასთან მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონეს და უთანასწორობას. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები.
ამ დროის განმავლობაში 70-ამდე სერიოზული ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, მათ შორის იყო მაღაზიების დარბევა. ასევე ორი ადამიანი დაიჭრა პოლიციასთან შეტაკების დროს.
არეულობების ჩასახშობად ხელისუფლებამ ქუჩებში 10 500 სამხედრო და პოლიციელი გამოიყვანა, თუმცა ძალოვნები სიტუაციას ჯერჯერობით ვერ აკონტროლებენ.

წყარო: BBC.COMскачать dle 12.1








0
თარიღი: 21-10-2019, 19:03
0
86

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх