ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა

სტატიის ავტორი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და როგორც ვაჟთა და გოგონათა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანია 4:1 დაამარცხეს.

მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. ძიუდოისტებს გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მიულოცეს.

მარაქეშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) დაეუფლნენ, ვერცხლის მედალი ილია სულამანიძის (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილის (-81 კგ) ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.























скачать dle 12.1








0
თარიღი: 23-10-2019, 16:51
0
209

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх