მეუფე პეტრე ცაავა შიომღვიმეში წასვლაზე უარს ამბობს

სტატიის ავტორი

ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული მეუფე პერტე ამბობს, რომ შიომღვიმის მონასტერში არ წავა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა ის თავის ეპარქიაში გაამწესა.

"შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები... ნუ, დაველოდები, თუ არადა [მე თვითონ] მივიღებ გადაწყვეტილებას სად ვიქნები... ჩემი თხოვნა არის იჩხურის მონასტერი", — თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх