საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის სამმართველოს 60 წლის მეხანძრე-მაშველს დაემშვიდობა

სტატიის ავტორი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა პირად შემადგენლობას 60 წლის მურმან ჯაბნიძე ემშვიდობება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მურმან ჯაბნიძე ბოლოს ჩაქვის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მუშაობდა, საიდანაც ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო წავიდა. ის 24 წლის განმავლობაში ატარებდა მეხანძრე-მაშველის ფორმას და ერთგულად ემსახურებოდა მშობლიურ ქალაქს და ქვეყანას.

ჩაქვში მისი გაცილების ღონისძიებაზე დასასწრებად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლაშა თვაური და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბათაძე იმყოფებოდნენ.
მურმან ჯაბნიძეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2019, 12:24
0
67

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх