მარტვილის რეზიდენციაში ეპარქიის გადაბარებისთვის მეუფე გრიგოლს რამდენიმე საათში ელოდებიან

სტატიის ავტორი

მარტვილის ეპარქიაში, მეუფის რეზიდენციაში, პეტრე ცაავა სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმყოფა. ისინი მეუფე გრიგოლს ელოდებიან, რათა ეპარქიის გადაცემის პროცესი გაგრძელდეს.
მათი ცნობით, მეუფე გრიგოლი მარტვილში რამდენიმე საათში ჩავა.

ცნობილია, რომ ამ დორისათვის ეპარქიაში კვლავ რჩება სასულიერო პირთა ის ნაწილი, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს, სოლიდარობას უცხადებს.

შეგახსენებთ, პეტრე ცაავა კვლავ არ აპირებს, დაემორჩილოს პატრიარქის გადაწყვეტილებას შიომღვიმის მონასტერში მის განწესებასთან დაკავშირებით.
მისცემენ, თუ არა მეუფე პეტრეს იმ მონასტერში წასვლის უფლებას, რომელიც სურს, ამაზე განცხადება საპატრიარქოში, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2019, 12:55
0
68

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх