ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

სტატიის ავტორი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.

მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.скачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2019, 13:28
0
73

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх