მეუფე პეტრე- „მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას“

სტატიის ავტორი

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ
შიომღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის.

“მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქს უთქვამს საკუთარი მოსაზრება – ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია… ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მარტვილში დღეს დილიდან ელოდებოდა მეუფე გრიგოლის ჩასვლას, რათა მისთვის ეპარქია გადაებარებინა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2019, 16:36
0
72

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх