ქობულეთში ჩამოწოლილი მეწყერი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

სტატიის ავტორი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა.
სოფელ გორგაძეებში გორგილაძეების საცხოვრებელ სახლს საფრთხე ემუქრება. უხვი ნალექის გამო მეწყერი მათ სახლთან ჩამოწვა.
გორგილაძეები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თავს მეზობლებს აფარებენ. შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, დამეწყრილ ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან.

"ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია. მეწყრული პროცესი რამდენიმე ადგილას განვითარდა, მათ შორის სოფელ ზედა აჭყვაში საავტომობილო გზაზე, ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკა. ქობულეთს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება", - განაცხადა ქათამაძემ.

წყარო: interpressnews.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2019, 17:07
0
66

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх