საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო

სტატიის ავტორი

წელს მთელი მსოფლიო ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის თავს აღნიშნავს. კამპანიას უერთდება ჩვენი ქვეყანაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონი განსაზღვრავს, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ბავშვისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად.
„კანონი განსაზღვრას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ თქვენთვის, როგორ გარემოში უნდა იცხოვროთ თქვენ. მესმის, რომ ამ მიზნების მიღწევა რთულია, მაგრამ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ მის განხორციელებას“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელით უერთდება ბავშვის უფლებათა კონვენციის გლობალურ კამპანიას და ადასტურებს ბავშვის უფლებების მიმართ მხარდაჭერას. скачать dle 12.1








0
თარიღი: 4-11-2019, 16:58
0
91

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх