დაპირისპირება გორის ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასულიერო პირს შორის - საკრებულოს თავჯდომარე სასულიერო პირს ,,ფსიქიკა შერყეულს" უწოდებს

სტატიის ავტორი

„ავანტიურისტია, სერიოზული ავანტიურისტი მთელი სოფელი გადაკიდა ერთმანეთს“- განცხადა გორის საკრებულოს თავჯდომარემ დავით რაზმაძემ მამა გრიგოლზე „დიანიუსთან საუბრისას“.
გორში, სოფელ ვარიანში მცხოვრები მამა გრიგოლი გორის საკრებულოს და მერიას საცხოვრებელი სახლიდან გამოძევებას ედავება. სასულიერო პირის თქმით „კოტე თავზარაშვილის უფროსი გუბერნატორია, რომლის მითითებებსაც კონსტანტინე თავზარაშვილი ასრულებს“.
„მაპატიეთ ,მაგრამ არა ჯანმრთელი ადამიანის კომენტარია. საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო,რომელსაც არანაირი საშუალება აქვს ვინმე გამოასახლოს. თუ უკანონოდაა შეჭრილი და როგორც ამბობენ ეგრეა ეს არის აღმასრულებელი ორგანოს საქმე. გორის საკრებულოს ამ თემებთან არანაირი შეხება არ აქვს . ეს კაცი საერთოდ არ ვიცი სადაური სასულიერო პირია ან რა მღვდელია.ჩაიცვამს ხოლმე ანაფორას და მიდის სამებაში გამოფენაზე.რა მღვდელია,შორტებით მინახავს . არ არის ჯანმთელი ეს ადამიანი იცოდეთ და საერთოდ ვფიქრობ , რომ მაგასთან ლაპარაკი ზედმეტია“.-განაცხადა დავით რაზმაძემ.скачать dle 12.1








0
თარიღი: 8-11-2019, 15:44
0
199

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх