საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


11 წლის გოგო მაკრატლის საშუალებით თვითდაზიანებას იყენებს - სასიკვდილო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლი (ვიდეო)

personuser access_time1-11-2018, 16:23


რადიო „ფორტუნა" სასიკვდილო ინტერნეტ თამაშის ამსახველი ვიდეო მასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, მე-6 კლასის მოსწავლე (ვინაობას სპეციალურად არ ვასახელებთ) როგორ ცდილობს, მაკრატლის საშუალებით თვითდაზიანების მიყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის გოგონამ ვიდეო თავის სამ თანაკლასელს ჩატში გაუგზავნა, შეშინებულმა ბავშვებმა ეს ვიდეო მშობლებს აჩვენეს. ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახის წევრის ინფორმაციით, თამაშში უკვე ჩართული მე-6 კლასელი გოგო დანარჩენებსაც სთავაზობდა სასიკვდილო ინტერნეტ თამაშში მონაწილეობას.


რადიო „ფორტუნა“ ერთერთი არასრულწლოვნის დედას დაუკავშირდა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა მომხდარის დეტალებზე გვიამბო.

„ეს ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა მაჩვენა. აღმოჩდა, რომ გოგონას, რომელიც მაკრატლით ხელს იჭრის, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც დამატებული ჰყავს 3-4 მეგობარი. სწორედ მათ გაუგზავნა გოგონამ ვიდეო. ბუნებრივია, ბავშვები ვიდეომ დაშოკა და სწორედ აქედან გავიგეთ მშობლებმა ეს ამბავი. ეს ყველაფერი გუშინდელ მშობელთა კრებაზე გავიგეთ. ამ სკოლაში ეს შემთხვევა პირველი არ არის.

ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ არსებობს ჯგუფი, სადაც სკოლის მოსწავლეები არიან გაწევრიანებული?
მე ამის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. წინა ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა – მოსწავლეებმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს. ეს გოგონა, რომელიც კადრებში ჩანს, დღეს სკოლაში არ ყოფილა. იმ მშობლებისგან, ვინც გოგონას დედას ესაუბრნენ, ვიცი, რომ ეს 11 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა დედამისის თქმით, ეს მისი ოჯახისთვის პრობლემა არ არის. ოჯახში მაგაზე უფრო დიდი პრობლემები გვაქვსო. კიდევ ისიც ვიცი, რომ ამ გოგონას რომელიღაც მასწავლებელთან საათნახევარს ულაპარაკია და სახლში როცა მივიდა, რომ კითხეს მშობლებმა, ამას უთქვამს, მე არავისთან მილაპარაკიაო. როგორც მასწავლებელი ამბობს, ბავშვი საუბრობდა სახლში ოჯახური ძალადობის შესახებ – ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობ და არც აქ მინდა, არც დედასთან და თითქოს ოჯახში აქვს რაღაც სერიოზული პრობლემები. გუშინ ისიც ითქვა, რომ ეს ონლაინ თამაში არაფერ შუაშია და უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს ფაქტები, მთავარი კი ისაა, რომ ამ ბავშვს ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს.
შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს?
კი ბატონო, ეს ბავშვი არაადექვატურია. რაღაც ფანტაზიები აქვს, სადღაც დაფრინავს და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს. სამწუხაროდ, ამ ბავშვს არ ვიცნობ პირადად, ვიდეოდან ვნახე პირველად იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ხანია, ამ სკოლასთან შეხება მაქვს. არც მის მშობლებს ვიცნობ.
ბავშვის პრობლემების მოსაგვარებლად სკოლის ფსიქოლოგი ან სოცმუშაკი არ ჩართულა საქმეში?
არ ვიცი, სამწუხაროდ. არც ის ვიცი, წინა ორი სუიციდის შემდეგ სკოლის ფსიქოლოგები ესაუბრნენ თუ არა ამ სკოლის სხვა მოსწავლეებს,” – ყვება ერთერთი მე-6 კლასელის დედა.
ასევე, რადიო „ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვიდეოში ასახული თვითდაზიანების მომენტი საშიში ინტერნეტთამაშის მე-10 საფეხურია, რომელსაც ავალებენ არასრულწლოვნებს. ხოლო 50-ე, ანუ ბოლო დავალება თვითმკვლელობაა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაკის რაიონის ამ სკოლაში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის (სკოლას შეგნებულად არ ვასახელებთ), რადიო „ფორტუნას“ ინფორმაციით, აქედან ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ერთი არასრულწოვანი კი, სუიციდის მცდელობის მიუხედავად, სასწაულით გადარჩა. დაუზუსტებელი ცნობით, გადარჩენილი ბავშვის მშობელი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა და ამ თემაზე კომენატარს ერიდებ



скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია