ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

სტატიის ავტორი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ თანამდებობა დატოვა.
საკრებულოს თავმჯდომარე ამის შესახებ სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას.
რგორც ნიკა ლატარია წერს მან თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა თანაგუნდელების თხოვნით წლის ბოლომდე დარჩა.
ასევე ლატარია განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.
„ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. მე რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე გუნდში წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს, წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისელებმა, თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, - წერს ნიკა ლატარია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх