განახლებული ზოოპარკი და მისი ახალი ბინადრები-ინტერვიუ ზურაბ გურიელიძესთან

სტატიის ავტორი

ახალი ზოოპარკის მშენებლობა საუკეთესო შემთხვევაში 2020 წელს დასრულდება, თუმცა გარკვეული გამოწვევების გამო შეიძლება მშენებლობის პროცესმა 2021 წლის პირველ ნახევრამდე გასტანოს.
მშენებლობის დეტალებზე „დიანიუსთან“ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის დასრულება ადგილობრივი კონსტრუქტორების მუშაობაზეა დამოკიდებული.
როგორც გურიელიძე გვიყვება, თბილისის განახლებულ ზოოპარკს ახალი სახეობის ბინადრებიც შეემატებიან, მათ შორისაა, ჟირაფები.


-როდისთვის იგეგმება ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულება?

გეგმის მიხედვით, მშენებლობა უნდა დასრულდეს მომალ წელს, თუმცა ზუსტად ამის თქმა რთულია. მაგალითად, ავიარიუმი, რომელიც შარშან უნდა აგვეშენებინა ახლა დავიწყეთ. შესაბამისი პროცედურებია გასასვლელი, რასაც დრო მიაქვს. პროექტი და დიზაინი ჩვენ უკვე გვაქვს, დანარჩენი კონსტურქტორებზეა დამოკიდებული.
ერთია, რომ ბევრ სპეციალისტს ვერ ჩამოვიყვანთ საზღვარგარეთიდან იმიტომ, რომ ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი კონსტრუქტორები, რომელთათვისაც მსგავსი ტიპის სამუშაო უცხოა.
იმედია, რომ 2020 წელს თუ არა, 2021 წლის პირველ ნახევარში მაინც დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.

-ვიცით, რომ განახლებულ ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანას გეგმავთ. როდის და რამდენი ჟირაფის ჩამოყვანა იგეგმება?

ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 5 ჟირაფის ჩამოყვანას , რომელი სახეობის ჟირაფები ჩამოვლენ, საიდან და როგორ ამაზე საუბარი ადრეა. ჯერ ვოლიერი უნდა ავაშენოთ. წელს ვაპირებთ, დავიწყოთ მისი მშენებლობა და რომ დავამთავრებთ ვოლიერს შემდეგ ჩამოვიყვანთ ახალ ბინადრებს. ჟირაფი საკმაოდ სოციალური ცხოველია, მას უნდა ჰქონდეს ჯგუფი და ამ ჯგუფის მინიმალური რაოდენობა ხუთია.

-ხომ არ გეგმავთ ახალ ზოოპარკში ისეთი ბინადრების ჩამოყვანას, რომლებიც საქართველოს ზოოპარკს აქამდე ჯერ არ ჰყოლია?

რა თქმა უნდა, ბევრი ახალი სახეობის ჩამოყვანას ვგეგმავთ. განსაკუთრებით გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე. მე მაგალითად, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიყვანოთ ე.წ ხმალფრთიანი ანტილოპები, ან ვორიქსები. ზუსტად არ ვიცი, შესაძლებელი იქნება თუ არა, რადგან მათი ჩამოყვანა ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

- და ბოლოს, რისი თქმა შეგიძლიათ „საქართველოს ეროვნული არქივის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომლითაც დასტურდება რომ თბილისის ზოოპარკს 1962 წელს ჟირაფები ნამდვილად ჰყავდა.



რამდენადაც ვიცი, 1962 წელს ჟირაფები ზოოპარკში ძალიან ცოტახნით ყავდათ. მე ისინი პირადად არ მინახავს, რადგან დაახლოებით 2 წლის ვიქნებოდი. ვიდეოზე ნაჩვენები ორი ჟირაფიდან ერთი არის მარსალური ჟირაფი, მეორე-ბატისებური.
იმ დროისთვის ორი ქვესახეობის ერთად ყოფნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეისათვის კი დაუშვებელია, რომ ერთმანეთთან შეაჯვარო სხვადასხვა ქვესახეობა. როგორც ვიცი, მათ ნაშიერი არ ჰყოლიათ, ამიტომ ეს პრობლემა მოხსნილია.скачать dle 12.1








0
თარიღი: 10-12-2019, 12:15
0
640

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх