5 საუკეთსო ფილმი რომელიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ

სტატიის ავტორი

რეალური სიყვარული / love actually

საშობაო განწყობა, მღელვარება, სიყვარული, ურთიერთობები, განშორება - ეს ყველაფერი ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში “რეალური სიყვარული”ერთად არის თავმოყრილი.
ფილმში ნახავთ იმ ადამიანების ისტორიას, რომელთაც როგორც აღმოჩნდება ბევრი საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, შემდეგ ერთმანეთს დაშორდებიან პარალელურად კი მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.




მარტო სახლში / Home Alone

ყველასთვის საყვარელი ფილმი “მარტო სახლში.
პატარა ბიჭუნას, რომელიც სახლში მარტო დარჩენაზე ოცნებობდა ოცება რეალობად ექცა, თუმცა მას ბევრ მოულოდნელობასთან უხდება გამკლავება.
ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს და მაყურებელს მხიარული ისტორიებით ახალისებს.



გრინჩი / The Grinch
გრინჩის ისტორია ის ერთ- ერთი ამბავია, რომელიც წლებთან ერთად არ ძველდება და ფილმის წინა საახალწლოდ ყურება ბევრ ჩვენგანს ტრადიციად ექცა.
თუმცა 2018 წელს გრინჩის ანიმაციური ვერსიაც შემოგვთავაზეს და ე.წ “გრინჩომანების” გული გაახარეს.
მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის გრინჩის ისტორია აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ
ის თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის, დაბანჯგვლული არსებაა, რომელიც არავის უყვარდა სწორედ ამიტომ მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო და მარტო ცხოვრობდა.
მას განსაკუთრებით არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა. გრინჩს სძულს თავისი ბედნიერი თანამოქალაქეები და ყოველ წელს ცდილობს საშობაო სამზადისი ჩაუშალოს მათ.




ცუდი სანტა 2 / Bad santa 2


თაღლითი სანტა- ალბათ ასე შეიძლება დავახასიათოთ ფილმის მთავარი პერსონაჟი ბობი.
“ცუდი სანტა 2” 2016 წელს გამოვიდა და იმ თავგადასავლის გაგრძელებაა რომელიც რეჟისორმა პირველად 2013 წელს გაგვაცნო.
ფილმის მთავარი გმირი “სანტა” ადვილი ფულის შოვნის მიზნით სანტას ფორმას იცვამს. ცუდი სანტა და მისი დამხმარე წინასაშობაოდ მაღაზიების ძარცვას იწყებენ. როგორ გაატარებს ცუდი სანტა შობის დღესასწაულს?



სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური / Arthur Christmas


ანიმაცია, რომელიც ნამდვილად შეგიქმნით წინასაახალწლო განცყობას როგორც დიდებს ასევე პატარებსაც.
როგორ ახერხებს სანტა მსოფლიოს ყველა პატარას საჩუქრები დაურიგოს?
საიდუმლო გახსნილია, ანიმაციაში ნაჩვენებია სანტასა და მისი “ჯაშუში” ელფების მუშაობის სტილი და საინტერესო თავგადასავლები.

скачать dle 12.1








0
თარიღი: 11-12-2019, 18:16
0
440

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх