როგორ ვებრძოლოთ ზამთარში კანის გამოშრობას- ინტერვიუ დერმატოლოგთან

სტატიის ავტორი

კანის სიმშრალე ზამთრის სეზონზე აქტუალური პრობლემა ხდება.
ტემპერატურის კლებასთან ერთად მოსახლეობის დიდი ნაწილი ამჩნევს, რომ მათი კანი გამოშრობასა და აქერცვლას იწყებს.
„დიანიუსთან“ საუბრისას დერმატოლოგმა, თინა ქიტუაშვილმა განმარტა, რომ აუცილებელია ამ პრობლემასთან ბრძოლა შემოდგომის დასრულებამდე დავიწყოთ.
მისივე თქმით, სახლიდან გასვლის წინ დამატენიანებლის წასმის გავრცელებული პრაქტიკა მცდარია და ის უარყოფით შედეგს იწვევს.
ინტერვიუდან იმ საშუალებებსა და რეკომენდაციებზეც შეიტყობთ, რომლებიც კანის გამოშრობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

-რატომ იწყებს ჩვენი კანი ზამთარში გამოშრობას, რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს?
სანამ ზამთარზე ვისაუბრებთ მინდა გითხრათ, რომ ზაფხულის პერიოდში კანის ბუნებრივი დატენიანება ხდება. მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმიდან გამოიყოფა ოფლი, შესაბამისად, ამ დროს ადამიანის კანს სიმშრალე ნაკლებად აწუხებს.
ზამთრის პერიოდში ადამიანის კანი უფრო უარესად გრზნობს თავს. სიცივის გამო ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
როგორც კი სიცივეები დაიწყება, შემოდგომის პირიდან, უნდა დაიწყოს ზრუნვა კანის დატენიანებაზე. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე უამრავი დამატენიანებელი საშუალებაა. ამ საშუალებებს გააჩნიათ სხვადასხვა შემადგენლობა, რომლებსაც აქვთ დამატენიანებელი ეფექტი.

-მაგალითად რომ გვითხრათ, რომელი დამატენიანებელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური?
ინდივიდუალურია, თუმცა ასეთი შეიძლება იყოს შარდოვანა, რძისმჟავა და სხვადასხვა ცხიმოვანი დამარბილებელი საშუალებები, მცენარეული ზეთები . კომპონენტებისა და მათი პროცენტული შემადგენლობის მიხედვით ამ დამატენიანებელ საშუალებებს აქვთ განსხვავებული სიძლიერე.
არსებობს ძლიერ და მსუბუქდამატენიანებელი საშუალებები. მაგალითად, თუ ადამიანს ძლიერ აქერცვლადი კანი არ აქვს 5% შარდოვანას შემცველი სრულიად საკმარისია. თუ შრობა ძლიერადაა გამოხატული შესაძლებელია 10% შარდოვანას შემცველის მოხმარებაც.

-დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე ეფექტური დამატენიანებლის წასმა?
დამატენიანებლის წასვლა დაბანის შემდეგ მეტად ეფექტურია. დაბანის პროცესში კანს კვდარი, ზედაპირული უჯრედები შორდება, გასუფთავებული კანი კი უკეთესად ტენიანდება.
რაც შეეხება დღის განმავლობაში დამატენიანებლის მოხმარებას, ეს არის ინდივიდუალური, გააჩნია, კანი როგორ მოითხოვს. სიცივე განსაკუთრებით სხეულის ღია ნაწილებზე - სახესა და ხელებზე მოქმედებს. ამ ზონებში დამატენიანებელი შესაძლოა სამჯერაც წავისვათ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველია დამატენიანებელი წავისვათ თბილ ზონაზე, თბილი წყლით დაბანის შემდეგ.

-საზოგადოების გარკვეული ნაწილი უშუალოდ სახლიდან გასვლის წინ ისვამს დამატენიანებელს- რამდენად სწორი და შედეგიანია ეს პრაქტიკა?
როგორც უკვე აღვნიშნე, სასურველია დამატენიანებელი თბილ გარემოში, თბილ ზონაზე წავისვათ.
ცივ ამინდში კრემი სახლის ტემპერატუტაზე უნდა მოვიხმაროთ.
უფრო ეფექტური იქნება, თუ დამატენიანებელს სახლიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე დავიტანთ პრობლემურ ზონაზე, რათა კანმა ცხიმების შეწოვა მოასწროს.

-არსებობს რაიმე ვიტამინი, რომელსაც დამატენიანებელი კრემის ჩანაცვლება შეუძლია?
შესაძლებელია მივიღოთ ომეგა, რომელიც ცხიმოვანი მჟავებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მუდმივად არ უნდა მოხდეს.
ბუნებრივი დამატენიანებლებიდან მოსახლეობას შეიძლება ვურჩიოთ მაგალითად, საკვები თევზი, რომელიც ბუნებრივადაა მდიდარი ამ კომპონენტებით.



-და ბოლოს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დამატენიანებელი ფუნქციისთვის იყენებს ე.წ სახის ნიღბებს- რამდენად რეკომენდებულია ეს ?
ნიღბებს ძირითადად გამშვებ-შემკვრელი ეფექტი აქვთ. თუმცა არსებობს სპეციალური ნიღბები, რომლებსაც აქვთ სახის ფორმა და შეგვიძლია გარკვეული დროით დავიფინოთ სახეზე.
თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ნიღბებს ეფექტური შედეგი არ ექნება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 16-12-2019, 14:54
0
938

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх