შიშის ფენომენი 6 წლამდე ბავშვებში- ინტერვიუ ფსიქოლოგთან

სტატიის ავტორი

შიში ადამიანებში საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. ის პირველადი ნეგატიური ემოციაა, რომელიც ადამიანს ეუფლება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები გაცილებით სენსიტიურად აღიქვამენ მათ გარშემო მომხდარ მოვლენებს, შიში ადრეულ ასაკში სხვადასხვა ფორმით ვლინდება.
ფსიქოლოგი თამუნა მერაბიშვილი „დიანიუსს“ იმ გარემოებებზე ესაუბრა, რომლებიც 5-6 წლის ასაკში ბავშვის ფსიქოლოგიაზე გავლენას ახდენს და შემდგომ პერიოდში შიშად ყალიბდება.

როგორ ჩნდება შიში ადრეულ ასაკში, რა ფსიქოლოგიური პროცესი მიმდინარეობს ამ დროს?
ძირითადი ბავშვური შიშების თუ ტრავმების ჩამოყალიბება ხდება დაახლოებით 5-6 წლამდე ასაკში. შიში ზოგადად არის პირველადი ნეგატიური ემოცია, რომელიც ადამიანს ადრეული ბავშვობიდან უჩნდება. ჩვენ რომ დავყოთ ემოციები სასიამოვნო და უსიამოვნო ემოციებად- შიში არის პირველი ნეგატიური ემოცია, რომელიც ადამიანმა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან სწრაფად განიცადოს.
შიშის აღქმა ძალიან სუბიექტურია, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ადრეულ ასაკში ბავშვს, შემდგომში კი მოზარდს, რისი შეეშინდება.
შეუძლია, თუ არა 5-6 წლის ბავშვს სწორად აღიქვას, რამდენად საშიშია კონკრეტული მოვლენა?
ამ ასაკში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიშები გაუკონტროლებელი ტრავმებითაა შეძენილი. მაგალითად, უცებ მოხდა ჭექა-ქუხილი- ბავშვისთვის გაუგებარია ეს რა პროცესია, თუმცა მან გაიგონა დიდი ხმაური, რომელმაც შეაშინა, ეს უკვე ყალიბდება ტრავმად, ბავშვი გრძნობს საფრთხეს.
შიში კიდევ უფრო შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც ეს „საფრთხე“ დაედება ჩვენთვის სასიამოვნო მოვლენას, მაგალითად, თუ ბავშვი ჭამს, და ამ დროს მოხდა ძლიერი ჭექა-ქუხილი, ან ვინმე ოთახში ყვირილით შემოვარდა, ანუ სასიამოვნო მოლენას გადაედო უსიამოვნო მოვლენა, უკვე ჩნდება რისკი რომ ბავშვმა გარკვეული მოვლენები აიკვიატოს და უბრალო ხმაურზეც კი მთელი წარმოსახვა ააგოს.


რამდენად მწვავედ შეიძლება გამოვლინდეს ბავშვობაში ჩამოყალიბებული შიში შემდგომ პერიოდში?
როდესაც ვლაპარაკობთ ობიექტურ შიშზე, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გამოვყოთ სუბიექტური ფაქტორები-ვინ როგორი ადამიანია და ვინ რა გამოცდილებით იყო წლების მანძილზე. ბავშვობაში რაც უფრო მეტი სირთულე, შიში და ნეგატიური გამოცდილება აქვს გადატანილი ადამიანს, მოზარდობის პერიოდში მით უფრო მძაფრი და ფობიური შეიძლება იყოს მათი დამოკიდებულება ობიექტური სიმართლის მიმართ.
მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული შიში გამძაფრების ნაცვლად შეიძლება საერთოდ გაქრეს. ზოგ შემთხვევაში ასაკის მატება გარკვეულ კომპლექსებს და შიშებს აქრობს. აუცილებელი არ არის, რომ თუ ბავშვობაში სიბნელის შიში მქონდა, მერეც სულ მეშინოდეს ამის, შიშისთვის დამახასიათებელია ასაკობრივი გამოხატულებები.
რეკომენდაციის სახით რა შეგიძლიათ უთხრათ მშობლებს?
თერაპიები კარგად აჩვენებს, რომ ასაკობრივი ფაქტორები უფრო მეტად ამძაფრებს პრობლემას.
ასაკის ზრდასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იზრდება ფსიქოლოგიური პრობლემები.
6 წლამდე ასაკში ყალიბდება ძირითადი პიროვნული სტრუქტურები, რწმენა- შეხედულები საკუთარ თავზე, სამყაროზე და თანდათან მეტი პრობლემა ჩნდება. მშობელი ამ ასაკიდან ძალიან ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს შვილს, მის შიშებსა და გამოხატულებებს. თუ მშობელი ამჩნევს, რომ რაიმეს შიში ბავშვს აკვიატებაში გადასდის და მასზე დიდ ზეგავლენას ახდენას, აუცილებლად უნდა მიმართოს ბავშვთა ფსიქოლოგს, რათა მდგომარეობა არ გამწვავდეს.скачать dle 12.1








0
თარიღი: 23-12-2019, 17:36
0
269

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх