1 იანვრიდან პენსია და სოციალური პაკეტები გაიზრდება

სტატიის ავტორი

2020 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო პენსია და სოციალური პაკეტები გაიზრდება. ცვლილება დღეს მთავრობის უკვე დამტკიცდა.

„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის პირს, მათ შორის, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად ერთი წლის განმავლობაში 35 მილიონი ლარი გამოიყოფა.

2020 წლის 1 იანვრიდან საპენსიო ასაკის მქონე პირებს სახელმწიფო პენსიაზე 20 ლარი დაემატებათ.
სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1-ლი ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30-ლარიანი მატებაა გათვალისწინებული.

იზრდება მთაში მცხოვრები ადამიანების პენსიაც, რომელიც 220 ლარის ნაცვლას 264 ლარი იქნება. 1 ივლისიდან კი მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პირები პენსიის სახით 300 ლარს მიიღებენ.
скачать dle 12.1








0
თარიღი: 30-12-2019, 16:57
0
610

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх