„არაფერს ვითხოვთ ოჯახის გარდა“- დევნილები ახალგორიდან

სტატიის ავტორი

კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო?,- ოკუპირებული ახალგორიდან დევნილმა ახალგაზრდებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს.

12 დეკემბერს კანცელარიასთან შეკრებილებმა ახალგორის გადასასვლელის ჩაკეტვა გააპროტესტეს.
EMC-ის ინფორმაცით, 2019 წლამდე ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალება ჰქონდა სპეციალური დოკუმენტებით გადაეკვეთა ე.წ. საზღვრები და მოენახულებინა ოკუპირებულ მხარეს დარჩენილი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მიცვალებულთა საფლავები და კერძო საკუთრება. უკვე ოთხი თვეა საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა და ოჯახების იძულებით განცალკევება გამოიწვია. ამ ყველაფერს ადასტურებს 4 თვის მანძილზე ჩაკეტილი საზღვრის პირობებში ჯანმრთლობის გაუარესების გამო არაერთი ადამიანის გარდაცვალება.

„ახალგაზრდებს მანიფესტაციის საშუალებით სურთ ხმა მიაწვდინონ საზღვრის ორივე მხარეს მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოქალაქეებს და შეახსენონს აქტიური საზოგადოებრივი პროცესების საშუალებით დარეგულირებული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ.
მანიფესტაციის ორგანიზატორები არიან ომით დაზარალებული ახალგაზრდები, რომელთა ოჯახი, აწმყო და წარსული ე.წ. საზღვრის მეორე მხარესაც არსებობს. მათთვის ორმხრივი კომუნიკაცია სრულფასოვანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”,- EMC.скачать dle 12.1








0
თარიღი: 30-12-2019, 17:24
0
217

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх