,,ჩემმა გონებამ მძაფრად აღიქვა სიცოცხლის ძალა და გარდაუვალი გარდაცვალება" - ,,რატომ არ აღნიშნავს გია ჯაჯანიძე ახალ წელს

სტატიის ავტორი

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის არცერთ დღესასწაულს არ აღნიშნავს.

მისი თქმით, რაც ეს აზრი ჩამოუყალიბდა, დაახლოებით 40 წელი გავიდა.

„შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ჩემს აზრს გაგიზიარებთ. არცერთ დღესასწაულს არ აღვნიშნავ, ბევრი მიზეზის გამო.

მხოლოდ ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით. დანარჩენს მემუარებში. ზუსტი დრო არ მახსოვს, დაახლოებით ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს აზრი ჩამომიყალიბდა, არცთუ ისე უსაფუძლოდ.

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი სიცოცხლის არსს. გავიაზრე სამყაროს მიზიდულობა და ენერგია.

ჩემმა გონებამ მძაფრად აღიქვა სიცოცხლის ძალა და გარდაუვალი გარდაცვალება, ამის შემდეგ მთლიანად განვთავისუფლდი და შეიცვალა ჩემი სოფლმხედველობა. მას შემდეგ, არ აღმინიშნავს არც ერთი დღესასწაული. ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია, ყოველი დღე შობა, ყოველი დღე აღდგომა და ყოველი დილა, დაბადების დღე.

ჩემმა მეგობრებმა იციან, თუმცა ზოგიერთ ადამიანს არ ჯერა, რომ მიუხედავად სირთულეებისა და ირგვლივ შექმნილი მდგომარეობისა, მაინც ბედნიერებით მაქვს გული სავსე.

პრაიმტაიმიскачать dle 12.1








0
თარიღი: 31-12-2019, 00:00
0
918

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх