27 წლის ქეთის გადასარჩენად 30 000 ევროა საჭირო

სტატიის ავტორი

27 წლის ქეთი ბიჭიკაშვილს ზურგის ტვინის სიმსივნე გადაადგილების შეზღუდვით დაუდგინდა. მისი გამოჯანმრთელებისთვის 30 000 ევროა საჭირო.
„დარწმუნებული ვარ, გსმენიათ, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება და გვჯერა, რომ ჩვენი სანუკვარი ოცნებები ასრულდება. და გიფიქრიათ, თავად შეგექმნათ სასწაული? ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია ახალი წლის ღამე ყველაზე ჯადოსნურად ვაქციოთ ქეთისთვის, რომლის ოცნებაც გამოჯანმრთელება და დამოუკიდებლად გადაადგილებაა. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სასწაულები და თავად ვიქცეთ თოვლის ბაბუებად. სხვისი ოცნების ასრულება ხომ ჩვენშიც ბედნიერების ნაპერწკლებს ტოვებს და სასწაულების არსებობას გვაჯერებს.

თითოეულ თქვენგანს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია ქეთის გამოჯანმრთელებაში. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ სასწაულები თავისით არ ხდება, სასწაულებს ვქმნით ჩვენ.


ქეთის დიაგნოზი: ზურგის ტვინის სიმსივნე გადაადგილების შეზღუდვით.
მკურნალობისთვის საჭირო თანხა: 30 000 ევრო”,- ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.

ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი:
#GE11TB7964045061100112
მიმღები:
ქეთევან ბიჭიკაშვილი

საქართველოს ბანკი: #GE07BG0000000162250159
მიმღები: გივი დარჩიაშვილი (მეუღლე)

ლიბერთი ბანკი:
#GE54LB0711153983335000
მიმღები: ქეთევან ბიჭიკაშვილი
скачать dle 12.1








0
თარიღი: 31-12-2019, 13:33
0
317

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх