საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სოფელ კარალეთში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს

personuser access_time8-11-2018, 13:05
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში საველე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

საველე ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები მზადდება, ხდება ინფორმაციის მოძიება მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირები ადგილზევე ღებულობენ შესაბამის კონსულტაციას.

სულ, სოფელ კარალეთში 8000-მდე მიწის ნაკვეთია. ამ ეტაპზე, აზომვითი სამუშაოები 2400 მიწის ნაკვეთზე დასრულდა. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ, მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება და მონაცემები საჯაროდ გამოცხადდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კარალეთი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი ხორციელდება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია