საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ქორწილის ღამეს პატარძალი გაქურდეს - წაღებულია მისთვის ნაჩუქარი ფული

personuser access_time8-11-2018, 17:18
მარნეულში, საიათნოვას ქუჩაზე, ქორწილის ღამეს სახლი გაძარცვეს, სახლის მეპატრონემ წინა დღით საკუთარ ქალიშვილს ქორწილი გადაუხადა და სტუმრების ნაჩუქარი ფული სწორედ სახლში ინახებოდა. ძარცვის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, რადგან ამჯერად ქორწილს სასიძოს მხარე იხდიდა და ყველა იქ იყო წასული. ინფორმაციას ამის შესახებ marneulifm.ge ავრცელებს.

სახლში დაბრუნებულებს ფანჯარა გატეხილი, ოთახები არეული და საყოფაცხოვრებო ნივთები გადმოყრილი, საძინებელში შენახული ფული კი წაღებული დახვდათ.

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


წყარო:newposts.ge
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარსскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია